2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე, საქართველოში იაპონიის საელჩოს „გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას და ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“
„საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2024 წლის 28 მაისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას: "ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ." იაპონია განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მიმართულებით,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში.