ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა.
ვიტკაუსკასს მანამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2018 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა ლიეტუვის გენერალურ კონსულად ალმათიში და მუშაობდა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - ბელორუსში, ბელგიაში, რუსეთსა და უკრაინაში.