ჯო ბაიდენი კურსკზე: ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შეტევა კურსკის ოლქში ნამდვილ დილემას უქმნის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები მუდმივ კავშირში არიან უკრაინელებთან ამ ნაბიჯის შესახებ.

„ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს და ჩვენ პირდაპირ, მუდმივ კონტაქტში ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამის შესახებ“, - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში.


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ  13 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.