აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მედია შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა აფრიკის ფარგლებს მიღმა დააფიქსირეს. აღნიშნული პირი აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.
შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში მაიმუნის ყვავილის გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა.
დაავადების თავდაპირველი გავრცელების შედეგად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 450 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადება ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა.