რუსეთმა M-22 ტიპის კიდევ ერთი ბომბდამშენი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირკუტსკის ოლქში, შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი Tu-22M ჩამოვარდა. 

სამინისტრომ კატასტროფის შესახებ პირველი ცნობა 15 აგვისტოს, ღამით გაავრცელა. მისი მიხედვით, ბომბდამშენი „გეგმური ფრენის შესრულებისას“ დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა, ეკიპაჟი კატაპულტირებულია და მისი წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დანარჩენები კი, სხვადასხვა ხარისხის ტრავმით საავადმყოფოში არიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.


2024 წლის 19 აპრილს რუსული ბომბდამშენი Tu-22M3 ჩამოვარდა სტავროპოლის მხარეშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

იმავე დღეს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთს ეს სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაუნადგურეს.

Tu-22M3 რაკეტმზიდი ბომბდამშენია, რომლის ბირთვული იარაღით აღჭურვაც შესაძლებელია.