ალენ დელონი გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილებმა AFP-ს განუცხადეს.


ოჯახის განცხადებით, ალენ დელონი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო - მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში - „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმებმა - „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა.


2003 წელს კლაუდია კარდინალემ მას მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავი“ გადასცა, ორი წლის შემდეგ კი, ჟაკ შირაკმა საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.