ალენ დელონს შაბათს, საკუთარ მამულში დაკრძალავენ

ფრანგული ტელეარხების CNews-სა და BFMTV-ის ცნობით, ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაიმართება და მას დუში-მონკორბონში მდებარე საკუთარ მამულში დაკრძალავენ, სადაც მსახიობმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

საფრანგეთის ქალაქ გაპის ყოფილმა ეპისკოპოსმა, ჟან-მიშელ დი ფალკომ განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება მას მსახიობმა თავად სთხოვა.


ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.