ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა. შესაბამისი განცხადება ჯანმომ 2020 წლის 11 მარტს გააკეთა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიამ 2,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფიცირებულთა რიცხვი აღწევს 118 მილიონს. ითვლება, რომ ორივე ეს რიცხვი სინამდვილეში ბევრად მაღალია.