სტოლტენბერგი კურსკზე: უკრაინის თავდაცვის უფლება საზღვარზე არ ჩერდება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კურსთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია.


სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ რუსეთი 900 დღეზე მეტია, აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლმა კურსკის რეგიონიდან არაერთი თავდასხმა განახორციელა, სწორედ ამიტომ -  რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ კურსკის ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას, რათა რუსეთი შემდგომი თავდასხმებისგან შეაჩეროს.


ამასთან, სტოლტენბერგმა უარყო კრემლის ბრალდება, რომ დასავლეთი წინასწარ იყო ინფორმირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ NATO ამაში არანაირ როლს არ თამაშობდა. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია ის, თუ როგორ დაიცავს თავს და აღნიშნა, რომ ოპერაცია უკრაინის თავდაცვის უფლებას შეესაბამება.


„რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კურსკის ოპერაცია უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.