გეგმავს თუ არა NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ში გაწევრიანებას

თურქეთს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები განვითარებადი ეკონომიკების BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანების განცხადებული სურვილის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ "პროცესი მიმდინარეობს", განაცხადა სამშაბათს ქვეყნის მმართველი პარტიის სპიკერმა.

 
BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.

 
„ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გვინდა, გავხდეთ BRICS-ის წევრი. პროცესი დაწყებულია. ჩვენი მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. ეს პროცესი ამ ფარგლებში მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული განვითარება არ არის,“ - აღნიშნა სპიკერმა, როდესაც ჰკითხეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ივნისში ჩინეთში ვიზიტის დროს დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა, თურქეთი შეუერთდეს BRICS-ის ჯგუფს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დამატებითი დაზუსტების გარეშე უპასუხა: „ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, რატომაც არა?“

 
რუსეთი ფიდანის განცხადებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს საკითხი იქნება BRICS-ის მომდევნო სამიტის დღის წესრიგში. მაგრამ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმსეკმა მოგვიანებით ლონდონში განმარტა, რომ თურქეთს არ სურდა მისი "ძირითადი" დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევება, მაშინ, როცა მისმა თავდაცვის მინისტრმა გასულ თვეში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა რჩება ერთგული თავისი პასუხისმგებლობის, როგორც NATO-ს მოკავშირის.“
 
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივლისში განაცხადა, რომ NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ს „სხვა სტრუქტურების ალტერნატივად“ არ განიხილავს.

 
„მოსკოვსა და პეკინს განსაკუთრებით სურთ ჯგუფის შემდგომი გაფართოება, რადგან ისინი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ დასავლის მიერ ეკონომიკურ დომინირებას და ეს იქნება დიდი დიპლომატიური გადატრიალება, თუ თურქეთი, NATO-ს მოკავშირე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, BRICS-ს შეუერთდება,“ წერს Reuters-ი.
 
BRICS-ის შემდეგი სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.