პაკისატანის ვიზისთვის ჭყლეტაში 10–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში პაკისატანის ვიზის მისაღებ რიგში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც BBC წერს, ინციდენტი ქალაქ ჯალალაბადში მოხდა, როდესაც რიგში ათასობით ადამიანი იდგა.მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ვიზების მიღება მოქალაქეებს არა საკონსულოში, არამედ სტადიონზე შეეძლოთ.

ავღანეთმა პაკისტანის ვიზის გაცემა რამდენიმე დღის წინა განაახლა. ეს პროცესი პანდემიის გამო შვიდი თვე შეჩერებული იყო.

BBC-ს ცნობით, ჭყლეტაში დაშავდნენ ქალები და ბავშვებიც. ბევრი ავღანელი პაკისტანში ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად მიემგზავრება. მათი ნაწილი მეზობელ ქვეყანაში სამკურნალოდ ნაწილი კი, სამუშაოდ მიდის.