დიდი ბრიტანეთი უკრაინას $781 მილიონის დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონ გირვანქა სტერლინგის დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ამერიკელ კოლეგა, ენტონი ბლინკენთან კიევში ერთობლივი ვიზიტისას განაცხადა.


ლემის განცხადებით, 242 მილიონი გირვანქა სტერლინგი 2024-2025 წლებში იქნება გამოყოფილი გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სასტაბილიზაციო საჭიროებებისთვის, ასევე რეფორმების მხარდაჭერისთვის, აღდგენასა და რეკონსტრუქციისთვის.


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალკე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის გამყარების მიზნით, მსოფლიო ბანკის კრედიტებისთვის 484 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საკრედიტო გარანტიები იქნება გამოყოფილი.


მისივე თქმით, აღნიშნული სახსრების მიზანი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მხარდაჭერა, მათ შორის, სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობის მხარდაჭერა, სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასების გადახდა და პენსიების ფინანსირება.


„დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია. ჩვენი ვალდებულება 600 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოვყოთ, უკრაინის ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერაში უახლესი ნაბიჯია. ეს უზრუნველყოფს უკრაინელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლებიც უწყვეტი რუსული თავდასხმების პირობებში აგრძელებენ ყოფნას,“ - განაცხადა ლემიმ.