ენტონი ბლინკენი: ვაპირებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გაცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დეფინფორმაციის გავრცელება კონტრპროდუქტიულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ კამპანიაში არიან ჩართულნი და შტატები აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამის შესახებ მან კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

„ვიზიარებ კონგრესმენების შეშფოთებას ვაქცინების შესახებ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე, რასაც მათ შორის რუსეთიც აკეთებს. ეს ძალიან სახიფათო და საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დეზინფორმაციულ კამპანიაშია ჩართული, რადგან ისინიც ვერ იქნებიან დაცული, ვიდრე მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრას არ გაიკეთებს. ჩვენ ვაპირებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ და მკაფიო განცხადებები გავაკეთოთ, როდესაც ვნახავთ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას“, – განაცხადა ბლინკენმა.