,,განზრახული გვაქვს, გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკის მიმართულებით", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.
მისი თქმით, შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას.
,,მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და ვაპირებთ გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა, უსაფრთხოების თუ ეკონომიკის საკითხებსა და დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ბლინკენმა.