IRI-მ 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების  მისიის ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისიის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში ცხადყოფს არჩევნებში მოსახლეობის გაზრდილ მონაწილეობას და რეფორმების გაგრძელების საჭიროებას.

IRI-ს ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. შესაბამისი ტექსტი საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა.

"2020 წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა არჩვენებში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა“. აცხადებს IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი.

"მისიის განმავლობაში, ანალიტიკოსები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკური ინკლუზიისა და მედია გარემოს დემოკრატიულობის შეფასების მიზნით ხვდებოდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციას.

საბოლოო ჯამში, ინსტიტუტმა შეაფასა საარჩევნო პროცესი და აღნიშნა რომ ის, ძირითადად მშვიდობიანი, კონკურენტული, პოლიტიკურად უფრო მრავალფეროვანი და გამჭვირვალე იყო, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნები.

IRI-ს გუნდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ COVID19-ის პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის. გარდა ამისა, მართალია, 2016 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობამ საგრძნობლად იმატა, მაგრამ საარჩევნო პროცესში სხვა დარღვევებიც გამოჩნდა.

მისია მოუწოდებს ქართულ მხარეებს, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.