სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანული გაზის იმპორტს არ გამორიცხავს

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა მომავალში.

„ჩვენ ვახორციელებთ გაზის იმპორტს რუსეთიდან, ასევე შემოგვაქვს გაზი ირანიდან,“ - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის გლობალურ სამიტზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.


„რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანში გაკეთდა განცხადებები, რომ სამომავლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ, სომხეთს შეეძლო აზერბაიჯანიდან გაზის შემოტანა. თუ წარმოვიდგენთ სატრანზიტო მილსადენს, რომელიც გადის სომხეთის ტერიტორიაზე, მაგალითად, ნახჭევანისა და თურქეთის მიმართულებით, ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა ფაშინიანმა.