ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომის ახალი ფაზა იწყება

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით იოავ გალანტის განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქება, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით - დაშავდა. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ამ საკითხზე ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.


"რამათ დავიდის ბაზაზე საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ვიწყებთ ახალ ფაზას ომში," - აღნიშნა გალანტმა.

მანამდე, გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ.

„სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

„ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.