10-დან 20 სექტემბრამდე, ნიდერლანდებში, NATO-ს 19-მა მოკავშირემ და სამმა პარტნიორმა ანტი-დრონის სისტემების შეუფერხებლად მუშაობის უნარები შეამოწმეს. წვრთნებში 450 მონაწილე იყო ჩართული.
NATO-ს უპილოტო საჰაერო ხომალდების სისტემის (C-UAS) ტექნიკური თავსებადობის წვრთნების (TIE) დროს, შემოწმდა 60-ზე მეტი სისტემა და ტექნოლოგია, როგორიცაა, სენსორები, უპილოტო თვითმფრინავების სისტემები, ჩამკეტები და სხვა. უკრაინის პირველი აქტიური მონაწილეობა წვრთნებში, NATO-უკრაინის ინოვაციური თანამშრომლობის საგზაო რუkის ნაწილია, რომელიც მოკავშირეთა და უკრაინის ლიდერებმა ვაშინგტონის სამიტზე დაამტკიცეს.
„ყოველწლიური წვრთნები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ერთად გადაიჭრას მწვავე გამოწვევები. ტექნოლოგიების ინტეგრირება NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში (IAMD), მნიშვნელოვანია ალიანსის გაძლიერებული შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის. 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეებმა გადადგეს ნაბიჯები NATO-ს ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის (IAMD) მზადყოფნის, პასუხისმგებლობისა და ინტეგრაციის შემდგომ გასაუმჯობესებლად და შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის დანერგვას,“ აცხადებენ ალიანსში.