საქართველოს პრემიერ-მინისტრი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.
ირაკლი კობახიძე ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.