ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის $12 მილიარდით გაზრდას თავდაცვის ხარჯებისთვის

უკრაინა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 სექტემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის 12 მილიარდი დოლარით გაზრდას ითვალისწინებს, ეს თანხა თავდაცვისა და სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება.


„კანონი მიზნად ისახავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გადაუდებელი ზომების დაფინანსებას, რათა უკრაინამ შეძლოს, დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ,“ ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა.


საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა როქსოლანა პიდლასამ განაცხადა, რომ დამატებითი 12 მილიარდი დოლარი ძირითადად დაფინანსდება შიდა სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებით და სახელმწიფო ვალის დაფარვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებით. კიდევ 30 მილიარდი Hr (722 მილიონი აშშ დოლარი) მოდის გადასახადების ზრდის შემოსავლებიდან, ხოლო 12,7 მილიარდი Hr (306 მილიონი აშშ დოლარი) - თამბაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდიდან.

კანონი უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ 18 სექტემბერს დაამტკიცა.