Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.
გამოცემის ინფორმაციით, Johnson & Johnson გახდა მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.
კომპანია Janssen-ის მიერ შემქნილი ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.
ევროკავშირმა უკვე უზრუნველყო ვაქცინის 400 მილიონი დოზა, რომელიც EMA– ის მიმოხილვაში იყო 2020 წლის დეკემბრიდან.
გლობალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ Covid-19-ის სხვადასხვა შტამების პრევენციისთვის ვაქცინას 66%-იანი ეფექტურობა აქვს, მძიმე ინფექციების განვითარებისგან ადამიანების დასაცავად კი 85%-ით ეფექტურია.