კანადა მოლდოვას 120 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს. სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოლდოვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და კანადას შორის დღეს მოხდა.
თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებების დასაფინანსებლად და მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებული პროგრამის „მოლდოვაში ზრდისა და მდგრადობის მხარდაჭერის ოპერაციების განვითარების პოლიტიკის“ განხორციელებისათვის.
სესხის დაფარვის ვადა 10 წელია, სამწლიანი საშეღავათო პერიოდის ჩათვლით. ხელშეკრულებას 2024 წლის 6 სექტემბერს მოეწერა ხელი.