აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის.

აშშ-ს ამჟამად რეგიონში 40 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.

პენტაგონის პრესმდივანს, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ რა რაოდენობის იქნება დამატებითი ძალები, ან რა ამოცანები დაეკისრება მათ.


„ლიბანში მკვეთრად მოიმატა ძალადობის დონემ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული ომის თაობაზე,“ აცხადებს პენტაგონი.


რაიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 22 სექტემბერს ტელეფონით ისაუბრეს. რაიდერის თქმით, ოსტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ "მიზანმიმართული რჩება აშშ-ის ძალების და თანამშრომლების დაცვაში და ნებისმიერი რეგიონული ძალის შეკავებაში სიტუაციის სათავისოდ გამოყენებისგან ან კონფლიქტის გაფართოებისგან."


ისრაელის არმიამ, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე, ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.