ზელენსკი: რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ იძულებით შეიძლება„ მშვიდობაზე დაითანხმო რუსეთი.


„ერთ დღეს ამ დარბაზში აუცილებლად იტყვიან, რომ რუსეთის მიერ წარმოენული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდა - არ გაყინულა, არ შეჩერებულა, არავის დავიწყებია. ნამდვილად დასრულდა. და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაცა დაიღალა ომით. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ რაღაც გაცვალა პუტინთან. ეს ომი დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. უნდა იმუშაოს. უკრაინელების თავდაცვის უფლებამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ვიცავთ იმას, რისი დაცვაც ყველა ერს სურს და რასაც გაეროს წესდება ყველას ანიჭებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "თავისი ნებით არ გაჩერდება", ამიტომ, მხოლოდ იძულებით შეიძლება, რუსეთი მშვიდობაზე დაითანხმო.