აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე განთავსდა. ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“ იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც, ამერიკული მხარის შეფასებით, ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან. ეს აქტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.