აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა სომხეთისთვის 20,600,000 აშშ დოლარის დახმარენის შესახებ გამოაცხადეს, რაც მათი თქმით, პროგრესის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„20,600,000 აშშ დოლარის ახალი მხარდაჭერა ეფუძნება დაახლოებით 11,9 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას, რომელიც ადმინისტრატორ პაუერის ერევანში ვიზიტის დროს გამოცხადდა. ეს დაფინანსება გააძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას, ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას და კატასტროფებისთვის მზადყოფნას,“ წერს სომხური მედია. ახალი დახმარება გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამოცხადდა.