,"ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მეტად დავეხმაროთ პოლარიზაციის შესაჩერებლად, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე - ,,სამხრეთ კავკასია და დასავლეთი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს, რეგიონში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სხვა მდგომარეობა აქვს.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანამშემწე ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ჩასვლა დიდი დახმარებაა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შესაჩერებლად.
ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მეტად დავეხმაროთ პოლარიზაციის შესაჩერებლად, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება.
კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შესანიშნავია სიგნალია. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ჩასვლა დიდი დახმარებაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა ბრაიზამ
სიტყვით გამოსვლისას ბრაიზამ ყურადღება გაამახვილა ,,ერთიანი ნაციონალური ლიდერის" ნიკა მელიას დაკავებაზე. მისი თქმით, ეს იყო მოულოდნელი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და პოლიტიკური ვითარების დეესკალაციას არ ემსახურებოდა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის პროგრესისათვის აუცილებელია ინსტიტუტებს შორის ბალანსი და საქართველოს ტრანსატლანტიკური კურსის გასაღრმავებლად საჭიროა მეტი გზავნილები.