საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.
ისრაელის პოლიციამ დაადასტურა, რომ თელ-ავივში სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ცნობით, კიდევ რამდენიმე დაშავდა - ზოგი მძიმედ - როდესაც შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა თელ-ავივის ნაწილ, ქალაქ
ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. პოლიციამ განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და კიდევ ერთი დანით შეიარაღებული თავდამსხმელი "განეიტრალებულია.“ როგორც BBC წერს, სროლა ირანის სარაკეტო თავდასხმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.