Forbes - ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა

ბიზნესმენისა და პარტია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება 1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და ის ამჟამად 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარში ივანიშვილიმა განაცხადა, რომ ის საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის "მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა" დანარჩენ ქონებას კი მის საკუთრებაში არსებულ საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. მან ისიც განაცხადა, რომ Bloomberg-ის და Forbes-ის შეფასებები რეალობისგან განსხვავდებოდა.