თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ალიანსი შეიქმნა

თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ასოციაციაებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსის შექმნის შესახებ, იტყობინება აზერბაიჯანული Report-ი, აზერბაიჯანის Fintech ასოციაციის საზოგადოებრივ გაერთიანებაზე დაყრდნობით.


დოკუმენტი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, კანონმდებლობა და რეგულირება, ფინანსური ინკლუზიის გაზრდა, სტარტაპის ეკოსისტემის მხარდაჭერა, საერთაშორისო გადახდების და ტრანსფერების ხელშეწყობა და კიბერუსაფრთხოება.


„ჩვენ გვჯერა, რომ დღეს შექმნილი თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსი დადებით წვლილს შეიტანს Fintech სექტორის გაძლიერებაში ყველა მოძმე ქვეყანაში და რეგიონული თანამშრომლობის უფრო სწრაფ განვითარებაში,“ - ნათქვამია საზოგადოებრივი ასოციაცია „აზერბაიჯანის ფინტექ ასოციაციის“ განცხადებაში.