ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, თუკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს ეწვევა და მხარეებს კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება.
როგორც კოფმა კონფერენციაზე ,,სამხრეთ კავკასია და დასავლეთი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთად და დაეხმარონ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე.
,,საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთობლივად უნდა დაეხმარონ.
კარგი იქნებოდა, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში ჩავიდოდა და მხარეებს კომპრომისის მოძებნაში დაეხმარებოდა. ეს ყოველივე კი, სიტუაციას ჩვეულებრივ, ნორმალურ კალპოტში დააბრუნებდა", - განაცხადა კოფმა.