ბათუმში, „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება

ბათუმში, 17 ოქტომბერს, 18: 00 საათზე ( მაზნიაშვილის ქუჩა #47) „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება. „პროსპეროს წიგნების“ იუბილეზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით.


ყველა მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებს მსოფლიო ლიტერატურის, „პროსპეროს ყავის“ და მაღაზიაში არსებული ყველა ნივთის შეძენას.


იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე, სიტყვით გამოვლენ: პროსპეროს წიგნების დამფუძნებლები: სტივენ ჯონსონი, თამარ მეგრელიშვილი - ჯონსონი, მოწვეული სტუმრები.


ღონისძიებას დაესწრებიან: მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მწერლები, სხვადასხვა წიგნის ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.


„პროსპეროს წიგნები“ განათლებისა და ცოდნის დანერგვასთან ასოცირდება. „პროსპეროს წიგნები“ 1999 წლიდან არსებობს საქართველოში და ერთადერთი წიგნების მაღაზიაა მსოფლიოში, რომელიც ინგლისური მხატვრული თუ სასწავლო ლიტერატურის გარდა, საკუთარ ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით იხალება და განსხვავებულ არომატს ტოვებს.


პროსპეროს სახელის შექსპირის ნაწარმოების - „ქარიშხალი“ მიხედვით შეირჩა და ის ერთგვარია ხიდია სამშობლოს მონატრებული ვიზიტორებისთვის.


შემეცნებითი ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და სხვადასხვა ავტორებთან შეხვედრების ორგანიზებით, პროსპეროს წიგნები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და ლიტერატურის უკეთ გაცნობას; საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას, მოზარდებში, სტუდენტებში მსოფლიო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სალიტერატურო სიახლეების გაცნობას,“ აღნიშნავენ ორგანიზატორები.