ამერიკის ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია, უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცენ არჩევნებზე; მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი არჩევანი საიდუმლოა და რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, ასახავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩევლებს სურთ.
„ნამდვილად სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან, გერმანიის ელჩ ფიშერთან და ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ წარვადგინოთ „საარჩევნო კომპასი 2024.”
მინდა, ვთქვა ცოტა რამ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ხელსაწყო. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ძალიან ბევრს საუბრობენ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, მაგრამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის ამომრჩეველი. ამომრჩეველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა საქართველოს მომავალ არჩევნებში.
საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, თუ რა პოლიტიკას უჭერს მხარს და რას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევს. შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია და ამიტომაც ვთანამშრომლობთ გერმანიასა და ევროკავშირთან ამ პროექტზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავიდნენ და მათ ხმა მისცენ, იცოდნენ, მათი არჩევანი საიდუმლოა; რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, ასახავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩევლებს სურთ.
ამრიგად, ნამდვილად სასიამოვნოა ამ ხელსაწყოს წარდგენა. იმედი მაქვს, ქართველები გამოიყენებენ მას და კარგად გააანალიზებენ, თუ ვის აძლევენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმით არჩეული პირი ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს გამოხატავს,“ განუცხადა ელჩმა მედიას.
-
ამერიკის ელჩი: იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს
-
ბლინკენის თანაშემწე: ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს არჩევნებს