ჯო ბაიდენი: 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, ვირუსისგან დამოუკიდებლობის აღნიშვნას დავიწყებთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმით, 4 ივლისისთვის აშშ ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს.

როგორც ბაიდენმა Covid-19-ის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვისას განაცხადა, პირველი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ამ ხანგრძლივი რთული წლის შემდეგ, ეს დამოუკიდებლობის დღე იქნება ნამდვილად განსაკუთრებული, რა დროსაც ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ დავიწყებთ ამ ვირუსისგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღნიშვნას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.