ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 332 ადამიანს დაუდასტურდა, 343 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 274 377 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 764, გარდაიცვალა 3 634 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,24%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1,49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1,72 %.
332 ახალი შემთხვევიდან 185, თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 656, აჭარაში - 134, იმერეთში - 258.
მძიმე პაციენტი: 275. მათ შორის, თბილისში - 118, აჭარაში - 20, იმერეთში - 80.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 75, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში - 8.
130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 - აჭარაში. 1 513 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245, ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 147, ხოლო აჭარაში - 17.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -23 601 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456 პირი, აჭარაში - 502, იმერეთში - 684.