იტალიის საელჩოს განცხადებით, ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში.
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024: იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა იტალიელი პარლამენტარების დელეგაციას, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წევრები არიან. იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში,“ წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.