ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩხრეკამ გამოიწვია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.
„ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას - ეს არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს და მათ სერიოზულად მოეკიდება", - აღნიშნულია სენატორის მიერ გამოცემა The Hill-სთვის გაგზავნილ კომენტარში.