22 მარტს ევროკავშირი ჩინეთისთვის, რუსეთისთვისა და სხვა სახელმწიფოებისთვის ადამიანების უფლებების დარღვევების გამო, სანქციების დაწესების საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას Euobserver-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკავშირი ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერიტრეას, ლიბიისა და სამხრეთ სუდანის მაღალჩინოსნებს დაუწესებს სანქციებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი მაღალჩინოსნები მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში.
კონკრეტულად კი სანქციები შეეხება აქციების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს.