საარჩევნო უბნების დახურვამდე 50 წუთით ადრე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოსახლეობას კვლავ მოუწოდა ხმის მიცემისკენ.
სალომე ზურაბიშილის თქმით, ვისაც სურს, ისტორიული ფურცის დაწერაში მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ახლა არის ეს დრო, რომელიც აღარ განმეორდება.
მან ემიგრანტებს შეახსენა, რომ 8 საათისთვის რიგში მდგომებს აქვთ უფლება, ბოლომდე დაელოდონ ხმის მიცემას, 8 საათის შემდეგ მისულებს კი, უბანზე აღარ დაუშვებენ.
„მინდა, ადამიანებს ვუთხრა, ვინც შეიძლება, შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, ძალიან არაევროპულად აცხადებენ, რომ მოიგეს და რომ სცენას გამართავენ. გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობის ეზოში. არ შეშინდეთ, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაზეც პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და შეგედებს დალოდება. არ ვაპირებ, სცენა გავმართო და წინასწარ შედეგები გამოვაცხადო, მე შედეგებს დაველოდები, როგორც ევროპელი და როგორც ღირსეული ქართველი და ყველა გავიგებთ შედეგებს, როცა დრო მოვა. ნუ შეშინდებით,“განაცხადა პრეზიდენტმა.