სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობების მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშეც

„ევროპული საქართველო“ 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობების მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშეც, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველომ აჩვენა დემოკრატია.

„ევროპული საქართველო 52%-ით იგებს არჩევნების გაყალბების მცდელობების მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშეც. საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე… მეამაყება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!” - წერს ზურაბიშვილი.

საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.