ლატვია საქართველოს შესახებ ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას უერთდება

ბაიბა ბრაჟეს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლატვია უერთდება ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას საქართველოს შესახებ.


„ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად ეჭვისა, რომ ის ძალიან სუსტია საარჩევნო დარღვევების სერიოზულობის აღწერაში.“

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც თბილისში ჩავიდა, ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს.

„და - დიახ, ბატონი ორბანი საუბრობს მხოლოდ თავისთვის, არა ლატვიისათვის და არც ევროკავშირისთვის,“ - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს.