პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვება.“
ირაკლი კობახიძემ კვლავ განაცხადა, რომ „როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ურთიერთობებში სამართლიანობა.“
მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა.
„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო ცესკოს, მადლობა მათ ღიაობისთვის. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს. ჩვენს ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა. ამის გამოხატულებაა ის ღიაობაც, რომელიც ცესკოს მხრიდან დაფიქსირდა. ასევე, მადლობა პროკურატურას, რომელმაც ცესკოს მიმართვაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. აბსოლუტურად ყველაფერი ღია იქნება. ყველას შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული. აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, ყველაფერი გადაამოწმოს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. ბორელის მოწოდება იყო, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს ყველა სამართალდარღვევა უნდა გამოეძიებინათ, ამ კუთხითაც ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.
30 ოქტომბერს პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს - პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
- ცესკო პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით
- პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია
- ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ
-
მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ
-
ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ
-
ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
-
რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
- ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა“