პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში არ იქნება ჩართული.
როგორც თავად მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ,,ქართული ოცნების" გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიალოგში მმართველი პარტიის მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან.
„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.