ნორდიკული ქვეყნები: არსებითად მნიშვნელოვანია, გაქარწყლდეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდა

ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „საქართველოში არსებულ ვითარებაზე“ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, სიღრმისეულად და მიუკერძოებლად იყოს გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევის ცნობები.


„არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გაქარწყლდეს ეჭვები, რომელიც საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდა.


ნორდიკული ქვეყნები მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რაც საერთო ძირითად ღირებულებებზეა დამყარებული.


ბოლო წლებში ჩვენი მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებოდით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკა და შემოღებული კანონმდებლობა უფრო და უფრო უხვევს იმ გზიდან, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანთან არის შესაბამისობაში.


კანონის უზენაესობის პრინციპისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროკავშირის გზაზე საქართველოს ნებისმიერი პროგრესისთვის.


როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვიხილოთ საქართველოს იმ გზაზე დაბრუნებული, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში კუთვნილ ადგილზე მიიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენების ახლოდან დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების მიხედვით განვსჯით.“