პრემიერი: ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და ნებისმიერ დღეს გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღესაც

ნიკა მელიას შეუძლია გირაო გადაიხადოს და ნებისმიერ დღეს გამოვიდეს ციხიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ნიკა მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმერო, რომ პროკურატურამ გააკეთა ძალიან ნათელი და მკაფიო განმარტება, - ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს ან მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვლას დააკავა.