მეთიუ მილერი: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა შესაბამისი შეკითხვების საპასუხოდ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დამატებითი ზომების გამოყენებას “არ მოერიდებიან.“


„რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით ვდაგავართ," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, პოსტსაარცევნო პროცესში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეთიუ მილერმა, ისევე როგორც სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „საარჩევნო დარღვევების“ გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს.


„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას.


მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.