”ამ არჩევნების შედეგი არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა, არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდით, არ არის ის, რისთვისაც მივეცით ხმა, მაგრამ როცა ვამბობ, ამერიკის დაპირების შუქი ყოველთვის იკაშკაშებს, რადგან ჩვენ არასოდეს დავნებდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას,“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კამალა ჰარისმა მხარდაჭერებს პირველად მიმართა.
„ვიცი, რომ ბევრი თავს გრძნობთ ისე, რომ ბნელ პერიოდში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით," მიმართა ჰარისმა მხარდამჭერებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, არ დანებდნენ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა აღნიშნა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები.
„ახლა ვიცი, რომ ადამიანები განიცდიან რიგ ემოციებს. მე ეს მესმის, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები," - აღნიშნა ჰარისმა.
ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს.
- „მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში."
კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მთავარია, არასოდეს წახვიდეთ, არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა," - ამბობს ჰარისი.
„ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემაში და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით.
ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვუერთგულოთ არა პრეზიდენტს ან პარტიას, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას,“ აღნიშნა ჰარისმა.