პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დაიბარეს. განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
„მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას,” - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში.”
მოლდოვაში, 3 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.