თბილისში, საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა.

ახალგაზრდების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.