„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება.
მისი ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეიძლება უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. სიტუაციის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოდირი აცნობებს,“ - წერს რიკარდ იოზვიაკი.
მანამდე გავრცელდა განცხადება, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში, რომლის თანახმად, საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში იყო შესული.
„ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
საბჭომ დღეს იმსჯელა საქართველოს საკითხზე. მის შედეგებზე დეტალები ჯოზეფ ბორელის ბრიფინგის შემდეგ გახდება ცნობილი.
-
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა
-
ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს